"დარწმუნებული არ ვარ, რომ შემდეგი ბრძოლა მერაბთან იქნება" - შონ ო'მალი
1 თვის წინ
სხვა
1 წთ
მას შემდეგ, რაც შონ ო'მალიმ ჩემპიონის ტიტული მერაბ დვალიშვილთან დაკარგა, რევანშის სურვილით არის შეპყრობილი. უმარ ნურმაგომედოვის კანდიდატობის მიუხედავად, შონ ო'მალი რემატჩს ითხოვს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ უმარი რამადანამდე აპირებს ბრძოლას. ეს იმას ნიშნავს, რომ მერაბის მიერ დათქმული მარტი, ნურმაგომედოვს არ აწყობს. თავისმხრივ, ო'მალის ოქტაგონზე დაბრუნება მაიამიში სურს და შესაძლო მეტოქესაც ასახელებს.
მომეცით მაიამი, აი რა მინდა შემდეგში. 2025 წლის მარტი ან აპრილი. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ამ დროს მზად ვიყო. მინდა მაიამიში მერაბთან რემატჩი მქონდეს და ჩემი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ დავამტკიცო.
ჟოზე ალდო ლეგენდაა და დიახ, მასთან ბრძოლა შესაძლებელია. მომწონს როცა ოპონენტების არჩევა შემიძლია. მე ცდას არ დავაკლებ მაგრამ, ზუსტად არ ვიცი მერაბთან ბრძოლა შედგება თუ არა.
ილიასა და მაქსის ბრძოლამდე ვეღარ ვითმენ. ამ ბრძოლას მოუთმენლად ველი. დიდი ბრძოლის მოლოდინით აღელვებული ვარ და მინდა ხალხს იგივე გრძნობა მეც მივანიჭო. ასე რომ, ჟოზე ალდოსთან ბრძოლა შესაძლებელია. - განაცხადა შონ ო'მალიმ
შეგახსენებთ, რომ შონ ო'მალიმ ქამარი მერაბ დვალიშვილთან 15 სექტემბერს დაკარგა. აქამდე "შუგას" ქამარი მხოლოდ ერთხელ მარლონ ვერას წინააღმდეგ ჰქონდა დაცული.