Belive

"მერაბს არ შეუძლია თქვას, რომ ჩემი ცემა არ უნდა ან შანსს არ მომცემს" - უმარ ნურმაგომედოვი

1 თვის წინ სხვა
1 წთ

MMA Junkie-სთან ინტერვიუში უმარ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. დაღესტნელი ამბობს, რომ მერაბთან რევანშის აღება ძალიან უნდა. მიუხედავად იმისა, რომ მერაბი მასზე კარგს არაფერს ლაპარაკობს, უმარი თვლის, რომ ჩემპიონი ასე უნდა საუბრობდეს.

წელიწადში 4 ბრძოლის ჩატარება ადვილი არაა და შესაძლოა ამ ჩხუბის შემდეგ დაისვენოს. ვნახოთ რა მოხდება ჩვენი ბრძოლების შემდეგ. მინდა იანვარში ან თებერვალში ვიბრძოლო და არ ვაპირებ ვინმეს დაველოდო. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ რას იტყვის UFC. სიმართლე გითხრათ, ქამარზე მეტად მერაბთან რევანში მინდა. რა თქმა უნდა მერაბს ჩემი დამარცხების სურვილი აქვს და უნდა ჰქონდეს კიდეც. მას არ შეუძლია თქვას, რომ ჩემი ცემა არ უნდა ან შანსს არ მომცეს. ეს ჩემპიონის სტილი არაა. - ამბობს უმარ ნურმაგომედოვი

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა ჩემპიონის ქამარი პირველად სწორედ უმარის წინააღმდეგ დაიცვა და იმავე ბრძოლაში გდებების რეკორდიც მოხსნა. უმარს მას შემდეგ ბრძოლა არ ჩაუტარებია, მერაბმა კი 2 ბრძოლის მოგება შეძლო.

სხვა სტატიები