"მინდა ილიამ შემდეგი ბრძოლა მოიგოს, რომ მისი და ისლამის დაპირისპირება ვნახოთ" - შონ ო'მალი
2 კვირის წინ
სხვა
1 წთ
UFC 322-ს შემდეგ, ო'მალის ილიას და ისლამის ჩხუბის ნახვა ძალიან მასე სურს. "შუგას" თქმით, ეს ჩხუბი აქამდეც უნდა შემდგარიყო, მაგრამ ახლა წინ ვეღარაფერი დაუდგება.
ისლამისთვის შემდეგი ბრძოლა ილია იქნება. ილია გეიჯის და პადის დაამარცხებს. ვინც არ უნდა იყოს, ნებისმიერს მოუგებს. ძალიან მაინტერესებს ისლამი თოფურიას იმავეს თუ გაუკეთებს. ჩემი აზრით, მახაჩევისა და თოფურიას ჩხუბი ბევრად ახლო იქნება, ვიდრე ეს ჯეკ დელა მადალენასთან იყო. ეს ბრძოლა აქამდეც უნდა შემდგარიყო, მაგრამ არ მოხერხდა. მინდა ილიამ შემდეგი ბრძოლა მოიგოს, რომ მისი და ისლამის დაპირისპირება ვნახოთ. ეს MMA-ს ისტორიაში ყველაზე ტექნიკური ბრძოლა იქნება.
არასდროს გვინახავს ვინმეს ილიას გრეპლინგი გაეტესტა. ბრაის მიტჩელი ამ კომპონენტს მაღალ დონეზე ფლობს, მაგრამ ილია გაუმკლავდა. ილიას უნარები მაღალ საფეხურზე დგას. MMA-ში ორივე 10/10 არის. - განაცხადა შონ ო'მალიმ
😳💥Sean O’Malley says Ilia Topuria vs Islam Makhachev would be the most skillfull fight in MMA history
— Home of Fight (@Home_of_Fight) November 16, 2025
"I’m so curious if Islam can do it to Ilia. I want Ilia to win his next fight just so we could see Islam vs Ilia.
That would be the biggest most skillfull fight of all time.… pic.twitter.com/2ee3GG1dXf
შეგახსენებთ, რომ მახაჩევმა ქვესაშუალო წონის ქამრისთვის ბრძოლაში ჯეკ დელა მადალენა დაამარცხა.
რაც შეეხება ილიას, მას ოფიციალურად ჩხუბი ჩანიშნული არ აქვს. თოფურიას პოტენციურ მეტოქეთა სიაში ჯასტინ გეიჯი და პადი პიმბლეტი არიან.