"ილიას საბრძოლო სტილი ძალიან პროგნოზირებადია" - ჯასტინ გეიჯი
ჯასტინ გეიჯიმ ილია თოფურიასთან გამარჯვების ტაქტიკური დეტალებზე ისაუბრა და განმარტა, თუ როგორ შეძლო ქართველი ჩემპიონის განეიტრალება. ამერიკელის თქმით, თოფურიას გადაადგილება ზედმეტად პროგნოზირებადი იყო, მთავარი გეგმა კი მისი ფეხების მოძრაობის რიტმის ჩაშლა და გვერდითი მანევრების იძულება იყო.
საუკეთესო ახსნა თქვენთვის, რომ უკვეთ გაიგოთ ასეთია - მისი ფეხები რიტმს არასდროს იცვლიდა. ის მხოლოდ წინ და უკან მოძრაობენ. ილია გვერდით მოძრაობებს ძალიან იშვიათად ასრულებს. ასე ჩხუბობს. ყველაფერი სწორი დროის შერჩევამდე და შეწუხებამდე დადის. ჩვენი გეგმა სწორედ ეს იყო - მოძრაობაში ხელი შეგვეშალა. ილია ძალიან პროგნოზირებადია. გამომდინარე იქიდან, რომ არ მინახავს გვერდით როგორ მოძრაობს, ვაიძულებდი წინ და უკან არ ემოძრავა. - თქვა ჯასტინ გეიჯიმ
🚨JUSTIN GAETHJE REVEALS THE KEY TO CATCHING ILIA TOPURIA! 🥶🔥
— FightLuck (@FightluckBet) September 9, 2026
🗣️ “His feet never change rhythm. It’s forwards or backwards, he’s very rarely moving lateral.
🗣️ “Ultimately, it’s about timing his feet. The game plan was to interrupt his feet.”
🎥 Via {@MightyMouse} pic.twitter.com/p1GkrYRa9X
თეთრი სახლის ბრძოლიდან თითქმის სამი თვე გავიდა და ორივე მებრძოლი ბოლომდე ჯერ ვერ გამოჯანმრთლედა. როგორც იწერება გეიჯი დეკემბრამდე ვერ იჩხუბებს. ილიამაც აღდგენითი პროცესი სულ ახლახან დაასრულა.
ჯერ ოფიციალური არაფერია, თუმცა, ჭორები დადის, რომ გეიჯისთან ჩხუბზე საუბრები დაიწყო. ამის შესახებ UFC-ს კომენტატორმა და ჟურნალისტმა ჯონ ანიკმა ისაუბრა.