Belive

დანამ მაკგრეგორის დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა

1 თვის წინ სხვა
1 წთ

ჯიმ რომთან ინტერვიუში დანა უაითმა კონორ მაკგრეგორის დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა. UFC-ის პრეზიდენტმა გარკვევით თქვა, რომ ირლანდიელი მიმდინარე წელს არ იბრძოლებს.

მაკგრეგორი 2025 წლის ბოლოს დაბრუნდება - განაცხადა დანა უაითმა

შეგახსენებთ, რომ კონორ მაკგრეგორმა ბოლო ბრძოლა UFC 264-ზე გამართა. ირლანდიელმა დასტინ პორიესთან ბრძოლაში ფეხი მოიტეხა და ბუნებრივია, რომ დამარცხდა კიდეც.

კონორ მაკგრეგორის დაბრუნება მაიკლ ჩენდლერის წინააღმდეგ იგეგმებოდა, თუმცა, ეს ბრძოლა არაერთხელ გაუქმდა. 2-წლიანი ლოდინის შემდეგ, მაიკლმა ახალი მოწინააღმდეგე ნახა და ახლა UFC 309-ზე ჩარლზ ოლივერიას შეხვდება.

სხვა სტატიები