Belive

"მერაბი საუკეთესო ბიჭია, ვისაც აქამდე შევხვედრივარ" - კორი სენდჰეგენი

2 თვის წინ სხვა
1 წთ

კორი სენდჰეგენისა და მერაბის ჩხუბამდე სულ 2 დღე რჩება. მეტოქეებმა ერთმანეთის შესახებ არაერთხელ ისაუბრეს. UFC-სთან ინტერვიუში სენდჰეგენმა მერაბის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და "მანქანა" კარიერის ყველაზე რთულ გამოწვევად დაასახელა.

ძალიან თავდაჯერებული ვარ. მერაბი საუკეთესო ბიჭია, ვისაც აქამდე შევხვედრივარ. ის ჩემი ყველაზე გამოცდილი მეტოქე და ურთულესი გამოწვევაა. რაღაცებს მართლაც ქაოტურად და ნაკლებად ტექნიკურად ასრულებს, თუმცა, ნამდვილად ფენომენალური მებრძოლია. სიმართლე გითხრათ, მერაბს ძლიერი გონება აქვს. ის ოქტაგონზე თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს და გამოწვევებს არ გაურბის. - განაცხადა კორიმ

მერაბისა და კორის ბრძოლა 5 ოქტომბერს გაიმართება. ვინაიდან ჩხუბი ლას ვეგასშია, ჩხუბი ჩვენი დროით გამთენიისას დაიწყება. დვალიშვილისთვის ეს მეოთხე საჩემპიონო ჩხუბია, კორი კი სატიტულო ბრძოლაში პირველად გამოდის.

სხვა სტატიები