"დანა მზად ვართ და კალმით ხელში გელოდებით" - დიეგო ლიმა
6 თვის წინ
სხვა
1 წთ
UFC 315-ზე ჯეკ დელა მადალენამ ბელალ მუჰამადი დაამარცხა და ქვესაშუალო წონის ჩემპიონი გახდა. ამის ფონზე, ისლამ მახაჩევმა ზედა წონაში ბრძოლის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, ილია თოფურიას მომავალ მოწინააღმდეგედ ჩარლზ ოლივეირა განიხილება.
ბრაზილიელის მწვრთნელი წერს, რომ მზად არიან და კონტრაქტს ხელს მოაწერენ.
რა საღამო იყო ქალბატონებო და ბატონებო! დანა უაით, შონ შელბი, ჰანტერ, ჩვენ მზად ვართ და კალმით ხელში გელით! - წერს დიეგო ლიმა სოციალურ ქსელში
ილია თოფურია მომავალ ჩხუბს 28 ივნისს გამართავს. ეს UFC-ს ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუმცა, თავად ილია ღიად აცხადებს.