Belive

"ჩვენს ჩხუბს პატარა ისტორია აქვს და ერთი სული მაქვს ოქტაგონზე როდის გავალ" - კოლბი სიქნესი

3 დღის წინ სხვა
1 წთ

დღეს სიდნეიში UFC 312-ის აწონვები გაიმართა, სადაც მებრძოლებმა წონა წარმატებით ჩააბარეს. ალექსანდრე თოფურიამ და მისმა მეტოქემ კოლბი სიქნებმა სასწორზე საჭირო რიცხვები დააფიქსირეს.

ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება და სიქნესმა მედიასთან კიდევ ერთხელ ისაუბრა.

ზეწოლას საერთოდ არ ვგრძნობ. რა თქმა უნდა, ასეთი სახის გამოცდილებას ნერვიულობა თან ახლავს, მაგრამ ვფიქრობ ზეწოლას ალექსანდრე უფრო განიცდის. მას ძმა ჰყავს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონია. ბედნიერი ვარ, რომ დებიუტში კარგ ოპონენტს ვხვდები. ჩვენს ჩხუბს პატარა ისტორია აქვს და ერთი სული მაქვს ოქტაგონზე როდის გავალ. საოცარია გქონდეს იმის საშუალება, რომ კუთხეში ვოლკანოვსკი გყავდეს. ამ ყველაფერმა თოფურიას ბანაკის წინააღმდეგ ჩხუბი უფრო საინტერესო გახადა. - განაცხადა კოლბი სიქნესმა

შეგახსენებთ, რომ ბრძოლა 9 თებერვალს არის ჩანიშნული. ვინაიდან ჩხუბი ავსტრალიაში იმართება, თბილისის დროით გამთენიისას, 05:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები