"ბრძოლისთვის მზად ვარ!" - რომან დოლიძე
1 დღის წინ
სხვა
1 წთ
რომან დოლიძის ბრძოლაც მოახლოვდა, სადაც ლეროი დანკანს დაუპირისპირდება. 21 მარტს რომანი ლონდონში იჩხუბებს.
დოლიძე საკუთარ სოციალურ ქსელში წერს, რომ მომზადება უკვე დაასრულა და ახლა გეზი ინგლისისკენ აქვს აღებული.
ბოლო ვარჯიში და სპარინგები პოლონეთში WCA-ში დასრულებულია. ახლა ლონდონში წასვლისთვის მზად ვარ. მზად ვარ ბრძოლისთვის! ლონდონო მოვდივარ, შაბათს შევხვდებით. - წერს რომანი საკუთარ სოციალურ ქსელში
შეგახსენებთ, რომ რომან დოლიძე ბოლო ჩხუბში ენტონი ერნანდესის წინააღმდეგ დამარცხდა. ამერიკელთან ბრძოლა დოლიძემ მეოთხე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დათმო.