Belive

"ჩვენ ვართ კარგი მაგალითი იმისა, რომ პატარა ქვეყნიდან დიდი წარმატების მიღწევა შეიძლება" - რომან დოლიძე

3 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC Vegas 85-მდე სულ სამი დღე რჩება და ტემპერატურაც ნელ-ნელა ზევით იწევს. 2024 წელს UFC-ში ოქტაგონზე პირველი ქართველი შეაბიჯებს. Apex-ში საღამოს მთავარი ბრძოლა რომან დოლიძესა და ნასურდინ იმავოვს შორის შედგება. ორივე სპორტსმენი მარცხით ბრუნდება. დოლიძის მოწინააღმდეგე საშუალო წონის რეიტინგში მე-11 პოზიციას იკავებს.

რამდენიმე საათის წინ დოლიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა და რამდენიმე თემას შეეხო.

ცოტა იმედგამაცრუებელი იყო, როცა ჩემი მოწინააღმდეგეები ბრძოლებს ეხსნებოდნენ. თუმცა, ეს ჩვენი საქმის ნაწილია. მსგავსი რამ ბევრჯერ ხდება. მომწონს თუ არა ეს მაინც ხდება. ასეთი სიტუაციები მე არ მცვლის. მინდა ხშირად ვიჩხუბო და UFC მთავაზობს კიდევ ბრძოლებს, თუმცა, მოწინააღმდეგეები ეხსნებიან. როცა ეს ყველაფერი მოხდა UFC-სთან საუბარი მქონდა და ორი საკითხის მოგვარება ვთხოვე: ახალი კონტრაქტი და მთავარი ბრძოლა. ბრძოლისთვის 6 თვე ვემზადებოდი, ძალიან კარგ ფორმაში ვარ და 5 რაუნდისთვისაც მზად ვარ.

მე ყოველთვის დიდ სახელებთან მსურს ბრძოლა, რადგან მე-8 ნომერი ვარ. ჩემთან ჩხუბი არავის უნდა და არ მესმის რატომ. ზოგს ადვილი ოპონენტები უნდა და მე-13 ნომერთან ბრძოლას თანხმდებიან. ზოგიც ისეთს ეჩხუბება ვისი სახელიც კი არ გვსმენია. იყვნენ ბიჭები, რომლებსაც დეკემბერში ბრძოლა სურდათ, ჩემს თავს ვთავაზობდი და პასუხს ვერ ვიღებდი. არ მინდა უპატივცემულობა გამოვიჩინო მაგრამ, ბავშვებივით იქცევიან. სადაც მე გავიზარდე, სანამ რამეს იტყვი, კარგად უნდა დაფიქრდე.

არავინ იცის ბრძოლა როგორ განვითარდება. ჯეკ ჰერმანსონთან Calf Slicer-ით მოვიგე. ვინმე ასეთ რამეს იწინასწარმეტყველებდა? დაკასის ბრძოლაზე რას იტყვით? იქ აშკარა აუთსაიდერი ვიყავი. ფილ ჰოუსზე რას იტყვით? იქაც აუთსაიდერი ვიყავი. საბმიშენიდან გავუშვი და ნოკაუტით დავამარცხე.

ყოველი წელი საქართველოსთვის განსაკუთრებულია. ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, დაახლოებით 3-4 მილიონი მცხოვრებით. ჩვენ ვართ კარგი მაგალითი იმისა, რომ პატარა ქვეყნიდან დიდი წარმატების მიღწევა შეიძლება. საქართველოდან UFC-ში 5 მებრძოლი ვართ და აქედან 4 Top 10-ის მებრძოლია. ვფიქრობ, აქ ყოფნას გურამ ქუთათელაძეც იმსახურებს.

ილია კარგი მებრძოლია და ჩემპიონობასაც იმსახურებს. მას კარგი კრივი, ჭიდაობა და ჯიუ-ჯიცუ აქვს. ამასთან ერთად ძალიან ძლიერია. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო ბრძოლაა და დარწმუნებული ვარ ილია მოიგებს. უკვე დიდი ხანია მერაბი ჩემპიონობას იმსახურებს და ვიმედოვნებ, რომ ამის შანსი მიეცემა.

გახსოვთ როგორ მოიგო შონმა ქამარი? მან ჯერ ნასურდინი დაამარცხა, შემდეგ ვიღაც ბიჭი Top-მიღმა და საჩემპიონო შანსიც მიიღო. წინასწარ არაფერზე მიყვარს საუბარი. რაც მოხდება მოხდება, მე ყველაფრისთვის მზად ვარ. შეხედეთ ხამზატს. რატომ არის ის Top 15-ში? ვის მოუგო ჩვენი წონითი კატეგორიიდან? ამიტომაც ვთვლი, რომ რეიტინგი არაფერს ამბობს. - განაცხადა რომან დოლიძემ

სხვა სტატიები