ალექსანდრ პანტოჟა ო'მალისთან დაკავშირებით საინტერესო ისტორიას იხსენებს
უმსუბუქესი წონის ჩემპიონი ალექსნდრ პანტოჟა საინტერესო ისტორიას იხსენებს. ბრაზილიელის თქმით, 6 წლის წინ ვარჯიშზე შონ ო'მალი მიწასთან გაასწორა.
თითქოს უცნაური არაფერი. ვარჯიშზე ერთმა მებრძოლმა მეორეს აჯობა. თუმცა, ამ ამბავში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ პანტოჟასა ო'მალიზე დაბალ წონით კატეგორიაში ასპარეზობს.
მასზე ერთი საინტერესო ისტორია მაქვს. 6 წლის წინ, როცა ჩემი UFC-ის პირველი ბრძოლისთვის ვემზადებოდი, მას ვესპარინგე. ო'მალიმ მთელი სპარინგი გადაიღო მაგრამ ვიდეო არ გამომიგზავნა. მის მეგობარს ვთხოვე, რომ შონისთვის ეთქვა ვიდეო გამოეგზავნა. მან კი მიპასუხა, რომ ო'მალი ვიდეოს არ გამომიგზავნიდა, რადგან ის მაგრად ვცემე. - განაცხადა პანტოჟამ
Alexandre Pantoja describes the time he sparred Sean O’Malley 6 years ago and “smashed” him:
— Championship Rounds (@ChampRDS) April 30, 2024
“I have some history with [O’Malley]… I [sparred] with him like 6 years ago for my first UFC fight, and he said some bad things about that.
That’s crazy because he recorded the… pic.twitter.com/QSM9w7cKQg
შეგახსენებთ, რომ კანობალი მის საჩემპიონო ქამარს მეორედ დაიცავს. ამჯერად მისი მოწინააღმდეგე სტივ ერკეგია. აღნიშნული ბრძოლა UFC 301-ზე რიო დე ჟანეიროში გაიმართება.