ჩინეთი ისტორიაში პირველ რობოტი-ჰუმანოიდების სპორტულ თამაშებს ჩაატარებს
პეკინი 2025 წლის 15-დან 17 აგვისტომდე, მსოფლიო ჰუმანოიდი-რობოტების თამაშებს უმასპინძლებს, განცხადება ქალაქის ოფიციალურმა პირებმა ოთხშაბათს გააკეთეს, ღონისძიება რობოტიკის რეალურ გარემოში ინტეგრაციის ახალ ეტაპს ეძღვნება.
შეჯიბრი, რომელიც 2025 წლის მსოფლიო რობოტების კონფერენციის ნაწილია, პეკინის ეროვნულ სტადიონსა და ყინულის სასრიალო დარბაზში. ეს იქნება პირველი გლობალური სპორტული ღონისძიება, რომელიც მხოლოდ ჰუმანოიდ-რობოტებს მიეძღვნება.
ორგანიზატორების თქმით, თამაშები მოიცავს 19 ღონისძიებას სამ ძირითად კატეგორიაში - სპორტული შეჯიბრებები, საშემსრულებლო ჩვენებები და სცენარებზე დაფუძნებული გამოწვევები - რომლებიც შექმნილია რობოტების სისწრაფის, კოორდინაციისა და პრაქტიკული უნარების შესამოწმებლად.
ტრადიციული სპორტის მოდელის მიხედვით, სპორტული ღონისძიებები მოიცავს სპრინტს, სიგრძეზე ხტომას, ტანვარჯიშს და მცირე გუნდურ ფეხბურთის მატჩებს.