"ო'მალი არ ჩამოწეროთ, ძლიერი ბიჭია" - პატრიკ მიქსი
1 თვის წინ
სხვა
1 წთ
პატრიკ მიქსმა მერაბისა და შონის ჩხუბის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, "შუგას" ასე მარტივად ჩამოწერა არ შეიძლება, რადგან ო'მალი მაღალი დონის მებრძოლია. "პაჩიმ" იქვე ისიც დაამატა, რომ დვალიშვილისთვის ყველაზე რთული გამოცდა თავად იქნება.
ო'მალი არ ჩამოწეროთ, ძლიერი ბიჭია. მან ალჯამაინი დაანოკაუტა და ვფიქრობ ის მერაბივით კარგია.
დვალიშვილი ძალიან კარგი მებრძოლია. პატივისცემის მიუხედავად, ვფიქრობ ჩემს წინააღმდეგ ისეთი კარგი ვერ იქნება როგორც სხვებთან. - განაცხადა პაჩი მიქსმა
შეგახსენებთ, რომ ო'მალი-მერაბის ბრძოლა ნიუ ჯერსიში არის ჩანიშნული. აქედან გამომდინარე, დაპირისპირება 8 ივნისს გამთენიისას დაიწყება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დვალიშვილისთვის ეს მეორე სატიტულო დაცვა იქნება.