Belive

ჩიმაევი ალექს პერეირას ჩემპიონობით უკმაყოფილოა

1 წლის წინ სხვა
1 წთ

ხამზატ ჩიმაევს ალექს პერეირასთან დაპირისპირება სურს და დარწმუნებულია, რომ ბრაზილიელს ქამარს წაართმევს. კავკასიელმა მებრძოლმა ადესანიასთან გამარჯვების შემდეგ, ალექსი გამოიწვია.

ხამზატი ქვესაშუალო წონის მებრძოლია, თუმცა, საშუალო წონაშიც აქვს ორი ბრძოლა ჩატარებული. სპორტსმენს, დიასთან ბრძოლის წინ ვერ დაფიქსირებული წონის შემდეგ, ბევრმა მოუწოდა, საშუალო წონაში გადაენაცვლებინა, თუმცა, თავად მებრძოლმა თქვა, რომ დივიზიონის შეცვლას არ აპირებს.

მიუხედავად ამისა, ხამზატი პერეირასთან ბრძოლის სურვილს არ მალავს.

ჩიმაევი ბრაზილიელის ჩემპიონობით ძალიან უკმაყოფილოა და ამას ღიად აფიქსირებს. საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით მან ასეთი პოსტი გაავრცელა:

"ამ ბიჭმა ქამრისთვის 6-1 რეკორდით იბრძოლა, ნება მომეცით დავანგრიო, ჩემი რეკორდი 12-0 არის, მოდი ძმაო შევხვდეთ."

UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ჩიმაევს კიდევ ერთხელ მისცემს შანსს საშუალო წონაში და აპირებს კოლბი კოვინგტონის წინააღმდეგ ჩაუნიშნოს ბრძოლა.

სხვა სტატიები