Belive

"ჩემთვის თოფურია ჩემპიონი არ არის" - კონორ მაკგრეგორი

7 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის სუპერვარსკვლავი კონორ მაკგრეგორი ილია თოფურიას მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი. მიუხედავად საოცარი ბრძოლებისა და ვოლკანოვსკის გათიშვისა, ირლანდიელი "მატადორით" კმაყოფილი ნამდვილად არ არის.

ერთი მაგისიც... საერთოდ არ მადარდებს. ჩამორჩენილ არტიომ ლობოვს ჰგავს. ჩემთვის თოფურია ჩემპიონი არ არის. ქამარს ფლობს მაგრამ, ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს. მე მასში რაიმე მიმზიდველს ვერ ვხედავ. - განაცხადა კონორ მაკგრეგორმა

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონობის შემდეგ, ილია თოფურიამ სწორედ კონორ მაკგრეგორი გამოიწვია. თავიდანვე ბევრმა მებრძოლმა ილიას რეალობას მოწყვეტილი უწოდა. როგორც ჩანს თავად კონორიც იმავე აზრზეა და "მატადორთან" შეხვედრას არც კი განიხილავს.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ კონორის დაბრუნება ოფიციალურად დადასტურებულია. მისი მოწინააღმდეგე კი მაიკლ ჩენდლერი იქნება.მათი დაპირისპირება, რომლისთვისაც დიდი ხანია გვამზადებდნენ, UFC 303-ზე შედგება. ბრძოლა 29 ივნისს International Fight Week-ის ეგიდით გაიმართება.

სხვა სტატიები