Belive

მერაბისა და კორის ჩხუბზე მსაჯების ვინაობა ცნობილია

2 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC 320-ზე თანამთავარი ჩხუბი მერაბ დვალიშვილსა და კორი სენდჰეგენს შორის გაიმართება. აღნიშნული ბრძოლის არბიტრი ოქტაგონში მარკ გოდარდი იქნება. ამ სატიტულო ჩხუბს კი მაიკ ბელი, ბენ ქართლიჯი და ერიკ კოლონი შეაფასებენ. აღნიშნულ ინფორმაციას MMA Fighting ავრცელებს. საინტერესოა, რომ მერაბ დვალიშვილის ჩხუბი მარკ გოდარდს ჯერ არ განუსჯია.

შეგახსენებთ, რომ სენდჰეგენთან გამარჯვების შემთხვევაში, მერაბისთვის ეს მესამე წარმატებული ტიტულის დაცვა იქნება. ბოლოს "მანქანა" ოქტაგონზე შონ ო'მალის წინააღმდეგ ვიხილეთ, სადაც "შუგა" კისრის მტკივნეულით დაამარცხა.

სხვა სტატიები