Belive

"ჩემპიონობის მთავარ კანდიდატებს თავს არიდებ" - დვალიშვილი ო'მალის

7 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ში სუპერმსუბუქ წონაში მოვლენები ძალიან საინტერესოდ ვითარდება. მას შემდეგ, რაც ჩემპიონი ალჯო შონ ო'მალისთან დამარცხდა, ყველა დვალიშვილისა და "შუგა შოუს" დაპირისპირებაზე ალაპარაკდა. თუმცა, როგორც ო'მალის განცხადებებიდან ვიმსჯელებთ, მას ქართველთან ჩხუბი არ სურს. UFC ცდილობს მერაბს სხვა მეტოქე გამოუძებნოს, თუმცა, "მანქანა" მხოლოდ საჩემპიონო ბრძოლის ჩატარებით ინტერესდება. 

სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა მისთვის ყველაზე არასასურველი მებრძოლი დაასახელა, რომელიც ალექს ვოლკანოვსკი აღმოჩნდა. 

ქვემსუბუქ წონაში მაშინ ავალ, როცა ვოლკანოვსკი აღარ იბრძოლებს - განაცხადა შონ ო'მალიმ

"შუგას" ამ განცხადებას გამოეხმაურა მერაბ დვალიშვილიც. ქართველმა მებრძოლმა შონს განუცხადა, რომ ის ნამდვილ ქამრის კანდიდატებთან არ ჩხუბობს.

ამიტომაც არ მომწონხარ. ჩემპიონობის მთავარ კანდიდატებთან ბრძოლას თავს არიდებ. - წერს მერაბ დვალიშვილი საკუთარ სოციალურ ქსელში

შეგახსენებთ, რომ ო'მალისთან წაგებული შეხვედრის შემდეგ, ალჯამაინ სტერლინგმა ჩემპიონის სტატუსი დაკარგა და ახლა სუპერმსუბუქ წონაში ის და მერაბი იყოფენ პირველ ადგილს.

სხვა სტატიები