Belive

"ამ ბიჭს შეუძლია ყველა დროის საუკეთესო იყოს" - დანა უაითი თოფურიაზე

2 თვის წინ სხვა
1 წთ

18 თებერვალს ილია თოფურიამ ქართული სპორტის ისტორია დაწერა. UFC 298-ზე "მატადორმა" ალექს ვოლკანოვსკი დაამარცხა და ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა. ამ გამარჯვების შემდეგ, თოფურიამ ესპანეთში კონორ მაკგრეგორთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა. თოფურიას ჩემპიონობაზე და კონორთან შესაძლო ბრძოლაზე UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა ისაუბრა.

ახლა თოფურიას შესახებ ბევრი კითხვა ისმის. ასეთი მთავარი ბრძოლა არასდროს ჰქონია. ძლიერი "ვოლკის" წინააღმდეგ ამაზე უკეთესად ვერც გამოვიდოდა. ამ ბიჭს შეუძლია ყველა დროის საუკეთესო იყოს. ილიამ ეს დივიზიონი უნდა გაასუფთაოს და შემდეგ იმაზე იფიქროს თუ, საკუთარი თავი როგორ გამოიწვიოს. არ ვიცი ქვემსუბუქ წონაში კონორს კიდევ ვიხილავთ თუ არა. მაკგრეგორთან დაპირისპირება ყველას სურს. - განაცხადა დანა უაითმა

იმავე საღამოს მერაბ დვალიშვილმაც იბრძოლა. "მანქანამ" სამრაუნდიან დაპირისპირებაში ჰენრი სეხუდო დამაჯერებლად დაამარცხა და ჩემპიონობის პირველი კანდიდატი გახდა.

აღსანიშნავია, რომ UFC 298 კალიფორნიის ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ღონისძიება გამოდგა. საღამოს 18 186 ადამიანი დაესწრო და შემოსავლებმა $7.26 მილიონს მიაღწია.

სხვა სტატიები