Belive

"მე უბრალოდ საჩემპიონო ბრძოლა მინდა" - მერაბ დვალიშვილი

2 თვის წინ სხვა
1 წთ

სამრაუნდიან დაპირისპირებაში მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო დაამარცხა და საჩემპიონო ბრძოლის მთავარი კანდიდატიც გახდა. მერაბისთვის UFC ეს მეათე ზედიზედ გამარჯვება იყო, რაც თავისი დივიზიონს აქტიურ მებრძოლებს შორის. ყველაზე გრძელია სერიაა. ჰენრი სეხუდო მესამე ყოფილი ჩემპიონი იყო, რომლის წინააღმდეგაც დვალიშვილმა გაიმარჯვა.

ტრადიციულად, გამარჯვებულს ჯო როგანმა ოქტაგონზევე ჩამოართვა ინტერვიუ.

საკუთარი თავით ვამაყობ. მთელი ცხოვრება ბევრს ვმუშაობდი და ეს ყოველთვის ფასდება. ცხოვრებაში ადვილად არაფერი მიმიღია.

სამრაუნდიანი ბრძოლა ჩემთვის არაფერია. მომეცით ათი რაუნდი. მომიყვანეთ ცრუ ჩემპიონი. კიდევ ვიბრძოლებ. ვინც არ უნდა იყოს ჩემპიონი მე მზად ვარ. ო'მალის 2018 წლიდან ვიწვევ, მაგრამ გამირბის. მე უბრალოდ საჩემპიონო ბრძოლა მინდა.
მჯერა, რომ ამ საღამოს ილია ჩემპიონი გახდება! - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა

როგორც ზემოთ ვახსენე, ეს მერაბისთვის ზედიზედ მეათე გამარჯვება იყო. ქართველ "მანქანას" გზად ისეთ სახელები ჰყავს დამარცხებული როგორებიც პიოტრ იანი და ჟოზე ალდო არიან. ამას ჰენრი სეხუდოც დაემატა და ეჭვგარეშეა, რომ მერაბი საჩემპიონო ბრძოლას იმსახურებს.

სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტულს შონ ო'მალი ფლობს' რომელიც საკუთარ ქამარს "ჩიტო" ვერას წინააღმდეგ დაიცავს. ეს დაპირისპირება UFC 299-ზე შედგება.

სხვა სტატიები