Belive

"ჩემპიონები წელიწადში ერთხელ იბრძვიან... თუ გაუმართლათ ორჯერ" - ალჯამეინ სტერლინგი

1 წლის წინ სხვა
1 წთ

სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი ალჯამეინ სტერლინგი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ მის მოწინააღმდეგეებს ერთი წლით ლოდინი მოუწევთ.

ალჯო მისი წონის ყველა მებრძოლს მიმართავს და ამბობს, რომ თუ მასთან ბროლა სურთ 2023 წელს უნდა დაელოდონ. სტერლინგს სურს მის სხეულს დასვენების საშუალება მისცეს, რადგან 5-რაუნდიანი ბრძოლისთვის მზადება საკმაოდ რთული პროცესია.

"მებრძოლებმა, რომლებიც 5-რაუნდიანი შეხვედრისთვის მომზადებულან, იციან თუ რა მძიმე პროცესია, განსაკუთრებით გონებისთვის. მე დიდი ბრძოლები მინდა და თუ ეს შენც გინდა, უნდა მოიცადო. სენდჰეგენ, ომალი, ვინც არ უნდა იყოთ ბიჭებო, უნდა დამელოდოთ. დრო მჭირდება, რომ ჩემი სხეული გამოჯანმრთელდეს. ასეთი მძიმე მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ, ოქტაგონზე დაბრუნება რთულია. სწორედ ამიტომ, ჩემპიონები წელიწადში ერთხელ იბრძვიან... თუ გაუმართლათ ორჯერ." - ამბობს ალჯამეინ სტერლინგი მის მიერ გავრცელებულ ვიდეოში.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილის თანაგუნდელმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის სატიტულო ჩხუბში თი ჯეი დილაშოუ ტექნიკური ნოკაუტით, მეორე რაუნდში დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მეორედ დაიცვა.

სხვა სტატიები