Belive

"ჩემი ოცნებაა ამ ორგანიზაციის ჩემპიონი გავხდე" - კაუი ფერნანდესი

3 კვირის წინ სხვა
1 წთ

22 მარტს გურამ ქუთათელაძე UFC-ში მორიგ ჩხუბს გამართავს. ქართველი მოწინააღმდეგე ბრაზილიელი კაუი ფერნანდესი იქნება. ბრაზილიელი "ქართველ ვიკინგთან" გამარჯვებას გეგმავს და ამბობს, რომ ერთ დღეს ჩემპიონობასაც იზეიმებს.

ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა ამ ორგანიზაციის ჩემპიონი გავხდე. მე აქ იმისთვის არ ვარ, რომ ერთი ჩვეულებრივი მებრძოლი ვიყო. მინდა ამისთვის ვიცოცხლო და მოვკვდე. ეს ფინანსურადაც კარგია და ჩემს ცხოვრებასაც შეცვლის. ლამაზი ნოკაუტით გამარჯვება დამეხმარება რიგს გადავახტე და ის გამოვიწვიო ვინც მინდა. თავში რამდენიმე გეგმა მიტრიალებს, მაგრამ არ გეტყვით. თუ ყველაფერი კარგად წავიდა აუცილებლად გაიგებთ. - განაცხადა ფერნანდესმა

როგორც გურამს, ასევე კაუის ბოლო ბრძოლაში გამარჯვებები აქვთ. ქუთათელაძემ Cage Warriors-ის ყოფილი ჩემპიონი ჯორდან ვუჩენიკი დაამარცხა. რაც შეეხება ფერნანდესს, მან მოჰამად იაჰიას წინააღმდეგ გაიმარჯვა.

UFC London-ის ბრძოლები ჩვენი დროით 21:00 საათზე დაიწყება. ქუთათელაძისა და ფერნანდესის ჩხუბი პირველივე დაპირისპირება იქნება.

სხვა სტატიები