"ჩემი მთავარი მიზანი უმარის სახეში დარტყმაა" - მერაბ დვალიშვილი
3 დღის წინ
სხვა
1 წთ
მერაბ დვალიშვილს UFC-ში თეიქდაუნების მეორე საუკეთესო შედეგი აქვს. 85 შესრულებული გდებით "მანქანა" ლეგენდარულ ჯორჯ სენ-პიერს ჩამორჩება. GSP-მ UFC-ში 90 თეიქდაუნი შეასრულა და მერაბს ამის გასაუმჯობესებლად მხოლოდ 6 წარმატებული გდება სჭირდება.
ბრძოლისწინა პრესკონფერენციაზე გულშემატკივრებმა დვალიშვილს ამის შესახებ ჰკითხეს. მერაბის თქმით, ის ბრძოლაზე არის კონცენტრირებული და რეკორდზე არ ფიქრობს.
რეკორდების დამყარება ყოველთვის კარგია მაგრამ, მე აქ ბრძოლისთვის ვარ. ჭიდაობაზე ყურადღება არ მაქვს გამახვილებული. თუ რეკორდი დამყარდება ძალიან კარგი იქნება, თუმცა, ჩემი მთავარი მიზანი უმარის სახეში დარტყმაა. - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის ბრძოლა 19 იანვარს, გამთენიისას დაიწყება. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისთვის ეს პირველი ტიტულის დაცვა იქნება.