Belive

ლეგენდა თბილისის გრანდ სლემზე იასპარეზებს - კრპალეკმა გადაწყვეტილება მიიღო

4 დღის წინ სხვა
2 წთ

21-23 მარტს, თბილისის ახალი ოლიმპიური სასახლე თბილისის გრანდ სლემს უმასპინძლებს.

ამ წუთის მონაცემებით, თბილისის გრანდ სლემზე, 4 კონტინენტისა და 31 ქვეყნის. 199 სპორტსმენია რეგისტრირებული.

34 წლის ლეგენდარული ჩეხი ძიუდოისტი - ლუკაშ კრპალეკი, 2025 წლის თბილისის გრანდ სლემზე ჩეხეთის ნაკრებთან ერთად ჩამოვა და ასპარეზობას მიიღებს.

კრპალეკი +100 კგ წონით კატეგორიაში იჭიდავებს, რომელ წონით კატეგორიაშიც 2020 წლის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია. გარდა +100 ისა, კრპალეკმა ოლიმპიური ჩემპიონობა -100 კგ შიც მოახერხა, ეს ყველაფერი კი 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე შეძლო.

გარდა ოლიმპიური ჩემპიონობისა, კრპალეკი ორივე წონით კატეგორიაში (100; +100 კგ) მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონიცაა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კრპალეკს თბილისში არასდროს, არანაირი სინჯის მედალი არ აქვს მოპოვებული და კარიერაში პირველად შეეცდება, რომ თბილისიდან სამშობლოში მედლით დაბრუნდეს.

ჩეხეთის ნაკრების შემადგენლობა თბილისის გრანდ სლემისთვის

  • 73 კგ - ჩუსნიდინ კარიმოვი

  • 81 კგ - ადამ კოპეცკი; იან სვობოდა

  • 90 კგ - დავიდ კლამერტი

  • 100 კგ - მარტინ ბეზდეკი

  • +100 კგ - ლუკაშ კრპალეკი

ქალები:

  • 52 კგ - ტერეზა ბოდნაროვა

  • 63 კგ - რენატა ზახოვა

  • 70 კგ - ვერა ზემანოვა; იულიე ზარიბნიკა.

სხვა სტატიები