Belive

"ჩვენ აქ ისტორიის დასაწერად ვართ" - უმარ ნურმაგომედოვი

4 დღის წინ სხვა
1 წთ

2025 წლის პირველ ქართულ ბრძოლამდე სამი დღე რჩება. დვალიშვილი საკუთარ ტიტულს პირველად დაიცავს და მისი მოწინააღმდეგე უმარ ნურმაგომედოვი იქნება. "ახალგაზრდა არწივი" საკუთარ ძალებში დარწმუნებულია და განაცხადა, რომ ისტორიას დაწერს.

მძიმე ვარჯიშები დასრულდა და ახლა წონის კლებაზე ვარ კონცენტრირებული. მხოლოდ იმაზე ვფიქრობ თუ როგორ დაამარცხებს უმარი მერაბს. ჩვენ აქ ისტორიის დასაწერად ვართ. კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ, რომ დაღესტნელების გუნდი ერთ-ერთი საუკეთესოა. - განაცხადა უმარ ნურმაგომედოვმა

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის ბრძოლა 19 იანვარს გაიმართება. ვინაიდან ღონისძიება ლოს ანჯელესში არის ჩანიშნული ჩვენი დროით გამთენიისას დაიწყება.

სხვა სტატიები