Belive

"ჩემი აზრით, პირველი ბრძოლა მე მოვიგე" - რომან დოლიძე

1 დღის წინ სხვა
1 წთ

მარვინ ვეტორისთან ბრძოლამდე რომან დოლიძე ჟურნალისტებს შეხვდა და რამდენიმე თემაზე ისაუბრა.

ჩემი აზრით, ჩვენი პირველი ბრძოლა მე მოვიგე. მარვინის მიმართ საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მსაჯების გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები. ამ ბრძოლამდე მუდამ ბრაზით ვჩხუბობდი, ახლა კი ზუსტად ვიცი რა უნდა გავაკეთო.

ეს ბრძოლა 5-რაუნდიანი იქნება და მომიწევს ენერგია დავზოგო. ვფიქრობ ყველაფერი ისე წავა, როგორც წინა ბრძოლაში. ის გაიქცევა, მე კი მის დევნაში ვიქნები. ამ ჩხუბში ჩემი მთავარი მიზანი ბრაზის კონტროლი და სიმშვიდე იქნება. გამარჯვების გასაღებს სწორედ აქ ვხედავ.

როცა რაღაცას ვაკეთებ ვცდილობ იმ საქმეში საუკეთესო ვიყო და რა თქმა უნდა, ქამარზე ვფიქრობ. თუ ვიბრძვი, ვიბრძვი იმიტომ რომ საუკეთესო ვიყო.

ქამრამდე რიგის დაცვა მომიწევს. ამ დივიზიონში ბევრი კარგი ბიჭია. ვეტორისთან ბრძოლა კარგ შესაძლებლობებს მომცემს. მისი დამარცხების შემთხვევაში შემდეგი მეტოქე დიდი სახელი იქნება. - განაცხადა რომან დოლიძემ

შეგახსენებთ, რომ ვეტორისა და დოლიძის ბრძოლა საღამოს მთავარი ჩხუბი იქნება. ვინაიდან დაპირისპირება ლას ვეგასში იმართება, ის ჩვენი დროით 16 მარტს გამთენიისას დაიწყება.

სხვა სტატიები