"ილიას ნაცვლად სატიტულო ბრძოლა გეიჯიმ უნდა მიიღოს" - ალჯამაინ სტერლინგი
1 დღის წინ
სხვა
1 წთ
ალჯამაინ სტერლინგმა პოდკასტში საუბრისას საინტერესო რამ განაცხადა. იამაიკელის თქმით, მსუბუქი წონის სატიტულო ბრძოლას არა ილია, არამედ ჯასტინ გეიჯი იმსახურებს.
აღნიშნული ვიდეო "ალჯომ" საკუთარ YouTube არხზე ასეთი სათაურით გამოაქვეყნა: "ილიას ნაცვლად სატიტულო ბრძოლა გეიჯიმ უნდა მიიღოს."
შემდეგი ბიჭი, რომელიც სატიტულო ბრძოლას იმსახურებს ჯასტინ გეიჯია. მისი გარემოებებიდან გამომდინარე ჯასტინი ამას იმსახურებს. დროს არავის დაელოდება. რა უნდა ქნას? სატიტულო შანსს კიდევ ერთი წელი დაელოდოს? ის ამაღელვებელი მებრძოლია და ხალხს უყვარს. შანსი აქვს, რომ კიდევ ერთ დაღესტნელ ბიჭს შეხვდეს. - განაცხადა ალჯამაინ სტერლინგმა
შეგახსენებთ, რომ ბოლო ბრძოლაში ჯასტინ გეიჯიმ გამარჯვება მოიპოვა. მისი მოწინააღმდეგე რაფაელ ფიზიევი იყო, რომელიც მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.