"ჩემი და ილიას ბრძოლა წლის ყველაზე სანახაობრივი ჩხუბი იქნება" - მაქს ჰოლოუეი
1 თვის წინ
სხვა
1 წთ
26 ოქტომებერს ილია თოფურია საკუთარ ჩემპიონის ტიტულს პირველად დაიცავს. "მატადორის" მოწინააღმდეგე ცოცხალი ლეგენდა მაქს ჰოლოუეი იქნება. ჰავაელი მებრძოლისთვის ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, როცა სატიტულო ბრძოლაში გამოვა. აქვს იმასაც შეგახსენებთ, რომ UFC 300-ზე "დალოცვილმა" ჯასტინ გეიჯი გათიშა და BMF-ის ქამრის მფლობელი გახდა.
საკუთარ YouTube არხზე მაქსმა ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ შეკრების წინა მომზადება უკვე დაწყებული აქვს. ჰოლოუეიმ ისიც თქვა, რომ მისი და ილიას ბრძოლა MMA-ს გულშემატკივარს დიდხანს არ დაავიწყდება.
დასვენების დღეებიდან დაბრუნებული ვარჯიშში მალევე ვერთვები. ახლა დროა შეკრება დავიწყო და ბოლომდე ბრძოლაზე ვკონცენტრირდე. ვფიქრობ, ჩემი და ილიას ბრძოლა წლის ყველაზე სანახაობრივი ჩხუბი იქნება. წელს UFC 300 გვქონდა, სადაც უამრავი დიდი სახელი ვიხილეთ. მაგრამ, UFC 308, მე და ილია მთავარ ქარდზე - წლის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ჩხუბი იქნება. ერთი სული მაქვს ოქტაგონზე როდის გამოვალ და მთელი მსოფლიოს წინაშე წარვსდგები. - ამბობს მაქს ჰოლოუეი
BMF-ის ქამრის მოგების შემდეგ, მაქსმა ილია ოქტაგონიდანვე გამოიწვია. ბუნებრივია, რომ "მატადორი" ჰოლოუეის გამოწვევას არ გაექცეოდა და ბრძოლაზე დათანხმდა. შეგახსენებთ, რომ ჩხუბი აბუ დაბიში შედგება.