Belive

"ჩვენ ძალიან ძლიერი ხალხი ვართ და მეც ჩვეულებრივი ქართველი ვარ" - მერაბ დვალიშილი

1 დღის წინ სხვა
1 წთ

ლეგენდარული UFC-ის მებრძოლი დენიელ კორმიე მერაბ დვალიშვილს სახლში ეწვია. DC-ს ვიზიტის მთავარი მიზეზი ჩემპიონთან ინტერვიუ იყო. საუბარი არაერთ თემაზე წარიმართა. მერაბმა საჩემპიონო ბრძოლის ბრძოლის დეტალები კიდევ ერთხელ განიხილა.

დენიელ კორმიემ მერაბს ქართველი გულშემატკივრის შესახებაც ჰკითხა. აღმოჩნდა, რომ ამერიკელმა ვიდეო ნახა, სადაც ათასობით ქართველი მერაბის საგულშემატკივროდ იყო შეკრებილი.

ჩემი ქვეყნის ძალიან მადლიერი ვარ. საქართველო ყოველთვის მაძლევს ძალას და დამატებით მოტივაციას, რომ ვიყო ის ვინც ვარ. ჩვენ ძალიან ძლიერი ხალხი ვართ და მეც ჩვეულებრივი ქართველი ვარ. ქართველები ძალიან თავმდაბლები ვართ მაგრამ, შეგვიძლია სხვებს საქმე გავურთულოთ. - განაცხადა მერაბმა

როგორც მერაბმა ინტერვიუსას აღნიშნა, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ იქნება მომავალი მეტოქე. ის უმარისთვის მზად არის. თუმცა, დვალიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ფიგერედო ამ შანსს მეტად იმსახურებს.

სხვა სტატიები