Belive

"ჩეჩნეთში ან დაღესტანში მოყვარულებიც კი შეძლებენ მის დამარცხებას" - ცარუკიანი თოფურიაზე

3 საათის წინ სხვა
1 წთ

არმან ცარუკიანის მიერ გაჟღერებული პროვოკაციული გამონათქვამები გულშემატკივრისთვის უცხო არაა, თუმცა ამჯერად სომეხი მებრძოლი კიდევ უფრო შორს წავიდა და აღნიშნა, რომ ჩეჩნეთში ან დაღესტანში ილია თოფურიას დამარცხებას მოყვარული მებრძოლებიც კი შეძლებენ.

არ მგონია, რომ თოფურია ჩემზე სწრაფია - ჭიდაობას მოვუმატებ, ტაქტიკას მუდმივად შევცვლი და ის ამას ვერ გაუძლებს. ის ვერაფერს გახდება ჩემი თეიქდაუნებისა და ტემპის წინააღმდეგ. თოფურია მხოლოდ კრივში ვარჯიშობს, ჭიდაობაში კი გაურკვეველი წარმომავლობის სპარინგ პარტნიორები ჰყავს - ჩაიყვანეთ ჩეჩნეთში ან დაღესტანში და ნებისმიერი მოყვარული მებრძოლიც კი შეძლებს მის თეიქდაუნში გადაყვანას და კონტროლს. თოფურიას ზებუნებრივი შესაძლებლობები არ აქვს. - არმან ცარუკიანი.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია UFC-ის ორი წონითი კატეგორიის ყოფილი ჩემპიონია. ქართველმა მებრძოლმა უკანასკნელი დაპირისპირება თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე გამართა, სადაც ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა.

სხვა სტატიები