Belive

ჩარლზ ოლივეირა: "ილიასთან სულელი ვიყავი"

1 თვის წინ სხვა
1 წთ

მას შემდეგ, რაც ილია თოფურიამ მსუბუქ წონაში ჯერ ქამარი მოიპოვა (ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან), შემდეგ კი მაქს ჰოლოუეისთან ჩემპიონობა შეინარჩუნა, დივიზიონი შეიცვალა და პირველივე ბრძოლაში, ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ, ახალი წონის (ქვესაშუალო) ჩემპიონიც გახდა. ეს მიმდინარე წლის 28 ივნისს მოხდა და საკმაოდ ბრუტალურად - პირველი რაუნდის ნოკაუტით.

ბრაზილიელ მებრძოლს ყოველთვის უჭირდა ამ მარცხის გახსენება და საუბარი, თუმცა ახლა, მასტერკლასის ჩატარების დროს, მან განმარტა, თუ რა გააკეთა არასწორად.

კითხვა: თქვენ ილიას იდაყვი ჩაარტყით და მან არ შეიმჩნია, შემდეგ რა მოხდა?

ოლივეირა: მე სულელი ვიყავი. თოფურია ჩემზე დაბალია და თანაც მოკრივე. რა უნდა გამეკეთებინა მე? რა თქმა უნდა, შორს უნდა დავრჩენილიყავი და მისთვის ამ დისტანციიდან დამერტყა. როცა ის წინ წამოვიდოდა, უბრალოდ მიწაზე უნდა გადამეყვანა.

და რაზე ვფიქრობდი? როგორც კი მომიახლოვდა მუშტების ქნევა დავუწყე და მან პირველმა მომარტყა, იმიტომ, რომ სულელი ვიყავი. - ამბობს ჩარლზ ოლივეირა

სხვა სტატიები