Belive

ბუდაპეშტის სარეინტიგო ტურნირზე საქართველოს წარმომადგენელი ათივე წონაში ეყოლება

10 თვის წინ სხვა
1 წთ

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 13 ივლისს ბოლო სარეიტინგო ტურნირი გაიმართება. ქვეყნების უმრავლესობამ უკვე დააკომპლექტა მათი გუნდების შემადგენლობა.

აღნიშნულ ტურნირზე ყველას ყურადღება გენო პეტრიაშვილისა და გეიბლ სტივენსონის დაპირისპირებაზრ იქნება მიპყრობილი. შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა მოჭიდავემ გენო ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში მოულოდნელად, ძალიან დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა. 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში სიტუაციას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ტაჰა აქგულის გამოსვლაც.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ათივე წონით კატეგორიაში ეყოლება წარმომადგენელი.

57 კგ - ბექა ბუჯიაშვილი, რობერტ დინგაშვილი

61 კგ - შოთა ფარტენაძე

65 კგ - ედემი ბოლქვაძე

70 კგ - გიორგი ელბაქიძე

74 კგ - ოთარ ბაგაური

79 კგ - ვლადიმერ გამყრელიძე, ავთანდილ კენჭაძე

86 კგ - ტარიელ გაფრინდაშვილი

92 კგ - მირიან მაისურაძე

97 კგ - გივი მაჭარაშვილი

125 კგ - გენო პეტრიაშვილი

სხვა სტატიები