Belive

2-გზის ოლიმპიური და 4-გზის მსოფლიო ჩემპიონი ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა

2 თვის წინ სხვა
1 წთ

75 წლის ასაკში ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა.

ლევან თედიაშვილი ორჯერ გახდა ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული 1972 და 1976 წლებში, ის ასევე იყო მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი 1971, 1973, 1974, 1975 წლებში და ევროპის 3-გზის გამარჯვებული 1974, 1976, 1978 წლებში. ასევე ლეგენდარული მოჭიდავე გახდა მსოფლიო თასის მფლობელი 1973 წელს და იმავე წელს მსოფლიო ჩემპიონი სამბოში.

1971, 1973 და 1974 წლებში დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად.

სხვა სტატიები