Belive

"როცა გიგა საქმეშია ამტკიცებს, რომ მსოფლიოში საუკეთესოა" - ბენილ დარიუში

1 თვის წინ სხვა
1 წთ

28 ივლისს UFC-ის ოქტაგონზე ქართველ მებრძოლს ვიხილავთ. ინგლისში გასამართ UFC 304-ზე გიგა ჭიკაძე ადგილობრივ არნოლდ ალენს შეხვდება. აღნიშნული დაპირისპირება ორივე სპორტსმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აქ მარცხი ნებისმიერი მებრძოლისთვის კარგი პოზიციის დაკარგვას ნიშნავს.

UFC Embedded გიგა ჭიკაძეს ესტუმრა და ბენილ დარიუშს ქართველი "ნინძას" შესახებ ჰკითხა.

ანაჰაიმში ახალ დარბაზში ვვარჯიშობთ და ჩვენი მიზანია გიგა უფრო ბასრი გახდეს. ყველამ კარგად იცის თუ რამდენად კარგი სტრაიკინგი აქვს მაგრამ, ვფიქრობ გრეპლინგში საკმაოდ კარგად განვითარდა. ვფიქრობ, გიგას აზროვნებაში რაღაც ცვლილება მოხდა. კიკბოქსინგის შემდეგ, მისი საბრძოლო სტილი ძალიან განსხვავებულია. როცა გიგა საქმეშია ამტკიცებს, რომ მსოფლიოში საუკეთესოა. - განაცხადა ბენილ დარიუშმა

აღნიშნული ეპიზოდის დროს ჭიკაძემ საინტერესო რომ თქვა.

ეს სერიოზული განაცხადი იქნება. ამ ბიჭს დავანოკაუტებ და ტიტულისკენ სვლას განვაგრძობ. - ამბობს გიგა ჭიკაძე

შეგახსენებთ, რომ ბოლო ბრძოლა გიგამ ალექს კასერესის წინააღმდეგ ჩაატარა. "ნინძამ" სამრაუნდიან დაპირისპირებაში მისი მოწინააღმდეგე ქულებით დაამარცხა თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, გამარჯვებით დაბრუნდა.

რაც შეეხება ალენს, ინგლისელმა მებრძოლმა ბოლო ორი ბრძოლა წააგო. არნოლდი ევლოევთანაც და ჰოლოუეისთანაც ქულებით დამარცხდა. ჭიკაძესთან გამარჯვება ალენს ჰაერივით სჭირდება.

იმ შემთხვევაში თუ გიგა ამ ბრძოლას მოიგებს, რეიტინგში მე-6 პოზიციაზე გადავა და სატიტულო ბრძოლაშიც ჩაერთვება.

სხვა სტატიები