"ბრძოლის შემდეგ შეიძლება ეს სიტყვები ვაპატიო" - მერაბ დვალიშვილი
3 თვის წინ
სხვა
1 წთ
UFC-ში მეორე ქართულ საჩემპიონო ბრძოლამდე ცოტა დრო რჩება. მერაბ დვალიშვილს 10-ბრძოლიანი გამარჯვების სერია დაუფასდა და შანსიც მიიღო. ქართველი "მანქანა" ქამრისთვის ბრძოლაში შონ ო'მალის შეხვდება.
ბრძოლის ჩანიშვნიდან რამდენიმე დღის შემდეგ, "შუგამ" საქართველოს და ქართველებს შეურაცხყოფა მიაყენა. მერაბმა ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ეს ჩემთვის უბრალო ბრძოლაა ქამრისთვის. ო'მალიზე რამდენჯერმე გავბრაზდი. ყველაზე მეტად მაშინ გავბრაზდი, როცა ჩემი ქვეყანა ცუდად მოიხსენია. ჩემი ქვეყანა ჩემთვის რელიგიაზე მეტია. ეს შეჯიბრია და როცა ვინე შენს ქვეყანას ან ოჯახს შეურაცხყოფას აყენებს, აუცილებლად გაბრაზდები. თუ ნამდვილი კაცი ხარ ასეთ სიტყვებზე უნდა გაბრაზდე და მისთვის სახეში სილის გაწვნაც უნდა მოგინდეს.
ახლა ამაზე მეტად მნიშვნელოვანი საქმე მაქვს შესასრულებელი. დავამარცხო ო'მალი და მისი ქამარი მე წავიღო. ბრძოლის შემდეგ შეიძლება ეს სიტყვები ვაპატიო. - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა
შეგახსენებთ, რომ მერაბისა და შონ ო'მალის ბრძოლა თბილისის დროით 15 სექტემბერს, გამთენიისას გაიმართება. იმ შემთხვევაში თუ დვალიშვილი ო'მალის დაამარცხებს, ილია თოფურიას შემდეგ, UFC-ში მეორე ქართველი ჩემპიონი გვეყოლება.