Belive

"ღმერთო ჩემო, აღფრთოვანებული ვარ. ეს წარწერა განსაკუთრებით მიყვარს!" - მერაბ დვალიშვილი

8 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

19 იანვარს, UFC 311-ის ივენთი გაიმართება, რომელიც ჩვენთვის, ქართველი გულშემატკივრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. UFC-ის მთავარი ბრძოლა მერაბ დვალიშვილსა და უმარ ნურმაგომედოვს შორის გაიმართება, ქართველი მებრძოლი ოქტაგონზე საჩემპიონო ქამრის დასაცავად გავა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, თუ რა ტიპის შორტით იბრძოლებს მერაბ დვალიშვილი UFC 311-ზე. ამას კი მოჰყვა თავად ქართველის აღფრთოვანება, რადგან კიდევ ერთხელ გეტყვით საბრძოლო შორტი ქართული თემატიკითაა შექმნილი, რომელსაც ასეთი სიტყვები აწერია: "სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი".

გთავაზობთ UFC-ს ვიდეოს, რომელშიც მერაბ დვალიშვილის რეაქცია ჩანს და ამ თემაზე მან კომენტარიც გააკეთა:

ღმერთო ჩემო, აღფრთოვანებული ვარ. მადლობა UFC-ს ამის გამო. ძალიან ლამაზია და ეს წარწერა განსაკუთრებით მიყვარს, თქვენ თუ იცით რას ნიშნავს ეს? (სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი). ძალიან ბედნიერი ვარ, შემიძლია, რომ ამ ბრძოლის შემდეგ კარიერა დავასრულო და მაინც ძალიან ბედნიერი ვიქნები, ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს და ჩემს ქვეყანას წარმოაჩენს, სწორედ ამის გამო ვჩხუბობ. სპეციალური დიზაინის შორტი UFC-ში და საქართველოს სახელით ბრძოლა ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. მადლობა UFC-ს, მადლობა VENUM-ს და მადლობა შენ, საქართველო! - მერაბ დვალიშვილი