Belive

"იმისათვის, რომ ილია GOAT გახდეს, ქამარი რამდენჯერმე უნდა დაიცვას" - ლერონ მერფი

1 თვის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონის ორი საუკეთესო მებრძოლი დაამარცხა. "მატადორმა" ჩემპიონის ტიტული ალექს ვოლკანოვსკის წინააღმდეგ მოიპოვა და შემდეგ მაქს ჰოლოუეისთან წარმატებით დაიცვა. ეს უკვე სერიოზული განაცხადია იმისათვის, რომ ქვემსუბუქ წონაში საუკეთესოდ იწოდებოდე.

მიუხედავად ამისა, დაუმარცხებელი ინგლისელი მებრძოლი ლერონე მერფი თვლის, რომ ყველა დროის საუკეთესოობამდე ილიას ბევრი აკლია.

მან დივიზიონის ორი GOAT გათიშა, ამის გამო მისი ჩამოწერა წარმოუდგენელია. ამავდროულად, კიდევ ბევრი მოგება და ქამრის რამდენიმე დაცვა სჭირდება, რომ ყველა დროის საუკეთესო გახდეს. აი რას აკეთებენ GOAT-ები - იცავენ ქამარს და ხდებიან უდავო ჩემპიონები. ჩემთვის ქვემსუბუქი წონის საუკეთესო მებრძოლები მაქს ჰოლოუეი, ვოლკანოვსკი, ჟოზე ალდო, კონორ მაკგრეგორი და ლერონ მერფი არიან. თოფურია შესანიშნავი ჩემპიონია მაგრამ, კიდევ რამდენიმე ბიჭი უნდა დაამარცხოს, რომ საუკეთესოთა რიგებში მოვიხსენიოთ. - განაცხადა მერფიმ Mirror-თან საუბრისას

შეგახსენებთ, რომ მერფიმ ბოლო ბრძოლა იმავე ქარდზე ჩაატარა, სადაც თოფურიამ ჰოლოუეი დაანოკაუტა. ლერონმა დენ იგე მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და დაუმარცხებელი სერია გააგრძელა.

სხვა სტატიები