Belive

"ბრძოლას ვიზის პრობლემების გამო ჩავეხსენი" - გურამ ქუთათელაძე

10 თვის წინ სხვა
1 წთ

როგორც უკვე მოგეხსენებათ, გურამ ქუთათელაძე  მალარკისთან ბრძოლას ჩაეხსნა. სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "ქართველი ვიკინგი" ოქტაგონზე ტრავმის გამო არ გამოვიდა, თუმცა, ეს სიცრუე აღმოჩნდა. როგორც თავად გურამი ამბობს პრობლემები ვიზის გამო შეექმნა.

"ბრძოლას ტრავმის გამო არ ჩავხსნილვარ, ეს ვიზის პრობლემების გამო მოხდა. ნებისმიერთან საბრძოლველად მზად ვარ. ახალი ბრძოლის თარიღზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა, როგორც ჩვენ ვსაუბრობთ. რამდენიმე კვირაში დავბრუნდები." - წერს გურამი საკუთარ სოციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ UFC 283-ზე ქუთათელაძისა და მოიზესისა დაპირისპირება უნდა შემდგარიყო. ბრძოლა 21 იანვარს ბრაზილიაში, რიო-დე ჟანეიროში იყო ჩანიშნული, თუმცა გურამი ბრძოლას ტრავმის გამო ჩაეხსნა.

ბოლო ბრძოლა ქუთათელაძემ მსაჯების გადაწყვეტილებით, დამირ ისმაგულოვთან დათმო და UFC-ში პირველი წაგებაც იწვნია. გურამს ყველაზე პრესტიჟულ საბრძოლო ორგანიზაციაში ორი ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან ერთი აქვს მოგებული.

სხვა სტატიები