Belive

ალჯამაინ სტერლინგი ვოლკანოვსკისთან ფავორიტად თოფურიას მიიჩნევს

5 თვის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიასა და ალექს ვოლკანოვსკის ბრძოლა 2024 წლის თებერვალში არის ჩანიშნული. ესპანური Eurosport-ის ინფორმაციით, ეს დაპირისპირება ერთ-ერთი სპორტსმენის ქვეყანაში გაიმართება. აღნიშნულ დაპირისპირებას ალჯამაინ სტერლინგიც გამოეხმაურა.

თუ ვოლკანოვსკი ისე გავა ოქტაგონზე, როგორც ეს მახაჩევთან გააკეთა, არავის გაუკვირდება, რომ დამარცხდება. ამის თქმა არ მსიამოვნებს. ისე ჩანს თითქოს მე ვოლკის წინააღმდეგ ვარ განწყობილი ან მასში ეჭვი მეპარება. თუმცა, ეს ასე არ არის. ამ ყველაფერს დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ვამბობ. ილია კარგი მოკრივეა, რომელსაც მაღალი დონის გრეპლინგი აქვს, თუმცა, ამის საჭიროება არასდროს დამდგარა. მას არსენალში უკეთესი კომბინაციები აქვს. თოფურია საკუთარ დარტყმებში მთელ ძალას დებს. ვფიქრობ, ისლამთან ბრძოლის შემდეგ ალექსი ისეთი კარგი აღარ არის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ილიას ჩემპიონობის მეტი შანსი აქვს. - განაცხადა ალჯამაინ სტერლინგმა

შეგახსენებთ, რომ თოფურიას კარიერაში 14, UFC-კი 6 გამარჯვება აქვს. ,,მატადორმა” ბოლო ბრძოლა 24 ივნისს, ფლორიდაში ჩაატარა, სადაც ჯოშ ემეტი მსაჯების ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დაამარცხა.

სხვა სტატიები