Belive

"ვაპირებ პირველ ნომრად ვიმუშავო, დავანგრიო და სახეც დავულეწო" - მერაბ დვალიშვილი

10 საათის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილი იანთან მესამე ჩხუბში საბრძოლო გეგმის შეცვლას აპირებს. "მანქანამ" ბოლო დაპირისპირებიდან დასკვნები გამოიტანა და თქვა, რომ ახლა ის იმუშავებს პირველ ნომერად.

ამ ჩხუბში უბრალოდ ჩემი თავი უნდა ვიყო. ბოლოს ვცდილობდი განსახვავებული ვყოფილიყავი. მის თავს ზედმეტად მივსდევდი. ახლა ვაპირებ სხეულშიც ვურტყა და შევურიო. წინა ჩხუბში ის იყო პირველი. ახლა მე ვიქნები პირველი, დავანგრევ და სახესაც დავულეწავ. - ამბობს მერაბი

დვალიშვილის და იანის ტრილოგია 24 ოქტომბერს აბუ დაბიში ჩაინიშნა. გამარჯვების შემთხვევაში მერაბი ჩემპიონის ქამარს დაიბრუნებს და სუპერმსუბუქ წონას კვლავ სათავეში ჩაუდგება. შეგახსენებთ, რომ იანსა და დვალიშვილს შორის 1:1 არის.

სხვა სტატიები