Belive

ბრაის მიტჩელი თოფურიასთან განმეორებით ბრძოლას აქტიურად ითხოვს

7 თვის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიას ყოფილი მოწინააღმდეგე ბრაის მიტჩელი "მატადორთან" რემატჩზე ხშირად საუბრობს. ამერიკელი მებრძოლი თვლის, რომ ილიას მეორე ცდაზე დაამარცხებს. 

მასთან მარცხი დიდად არ მაწუხებს. ერთადერთი რაც მაწუხებს, ეს ჩემი სიამაყეა. ჩემი მწვრთნელები მოვატყუე, რომ გაციებული არ ვიყავი. არ მინდოდა, რომ მშიშარა გამოვჩენილიყავი. ბრძოლა ავიღე და ეს ძალიან სულელური გადაწყვეტილება იყო. არ უნდა მეფიქრა, რომ ასეთი ძლიერი მებრძოლის წინააღმდეგ არასასურველ ფორმაში რაიმეს მოვახერხებდი. ეს არის რაც ძალიან მაბრაზებს. მასთან რემატჩი ძალიან მინდა. ამჯერად, ყველაფერი უკეთესად იქნება. პირველ ყოვლისა რინგზე ჯანმრთელი გამოვალ, მას პარტერში გადავიყვან, სადაც დიდ პრობლემებს შევუქმნი. ჩვენს ბრძოლაში პირველი 2 წუთი მიწაზე ვაკონტროლებდი. როცა პარტერში გადავიყვან ვერ წამოდგება და რემატჩს მოვიგებ. - განაცხადა ბრაქის მიტჩელმა

შეგახსენებთ, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, UFC-მ ილია თოფურიასა და ალექს ვოლკანოვსკის ბრძოლაზე დაიწყო მუშაობა. როგორც სეხუდო ამბობს, ამ დაპირისპირებას მხოლოდ ოფიციალურად გაფორმება აკლია. მისი თქმით, აღნიშნული ორთაბრძოლა 20 იანვარს ჩაინიშნება.

სხვა სტატიები