Belive

betlive კალათბურთის სამოყვარულო ლიგის მე-10 საიუბილეო სეზონი დასრულდა

5 თვის წინ სხვა
1 წთ

betlive კალათბურთის სამოყვარულო ლიგის მე-10 საიუბილეო სეზონი, A და B-დივიზიონების ფინალური მატჩებთ დასრულდა.

ახალ სპორტის სასახლეში მისულმა გულშემატკივარმა, ფინალებში სანახაობრივი მატჩები იხილა. A-დივიზიონის ფინალში საბა კონსტრაქშენისა და ლიბერთის, ხოლო B-დივიზიონში betlive 2-სა და ავერსის დაპირისპირებები შედგა.

A-დივიზიონი | საბა კონსტრაქშენი 95:77 ლიბერთი

B-დივიზიონი | betlive2 83:64 ავერსი

betlive კალათბურთის სამოყვარულო ლიგის A-დივიზიონის ჩემპიონმა, საბა კონსტრაქშენმა ფინალამდე გზა ერთი ამოსუნთქვით გაიარა. რეგულარულ სეზონში გამართულ 8 მატჩში, გუნდმა რვავე მოიგო, ხოლო პლეი-ოფში ჯერ ემ სი ტრანსის და შემდეგ დიდგორი-მუხბეს ბარიერი გადალახა მარტივად. ლიბერთის წინააღმდეგ გამართული ფინალური მატჩიც საბა კონსტრაშენის სრული უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოოდ 18-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა.

რაც შეეხება B-დივიზიონს - betlive 2-მა რეგულარული სეზონი 8 გამარჯვებითა და 2 მარცხით მე-3 ადგილზე დაასრულა. betlive 2-მა პლეი-ოფში ტოიოტასა და ლიტვურ საცხობს სძლია, ხოლო ფინალში ავერსი 19-ქულიანი სხვაობით დაამარცხა.