Belive

"მერაბი მუდმივ წნეხში მეყოლებოდა" - დემეტრიუს ჯონსონი

3 თვის წინ სხვა
1 წთ

MMA-ს ლეგენდარულმა მებრძოლა დემეტრიუს ჯონსონმა დვალიშვილთან ჩხუბზე ისაუბრა. Mighty Mouse-მა მისთვის იდეალური გეგმა დასახა თუ როგორც შეაჩერებდა "მანქანას".

მერაბთან ბრძოლა რომ მიწევდეს, მას მუდმივ წნეხში ვამყოფებდი. ვაიძულებდი ფეხებში შემოსულიყო, მე კი წამოვაყენებდი. გრეპლინგით კი არ გადავღლიდი, არამედ ფეხში შესვლისთვის დავსჯიდი. როცა საქმე გრეპლინგს ეხება, მას მიწაზე დარჩენა ურჩევნია. ასე რომ, სახეზე დავაწვებოდი, მუხლით ბარიერს შევქმნიდი და როცა შემოსვლას ეცდებოდა, მის ზურგს ავიღებდი. მთელი ჩხუბი ასე უნდა ჩაატარო, როცა მერაბს ხვდები.

კლინჩში ყოფნისას - მუხლები, იდაყვები, დარტყმები. კლინჩიდან გამოსვლისას - მარჯვენა ხელი, ტანში დარტყმა, თავში ფეხი. მერაბთან მთელი ჩხუბი ასეთი უნდა იყოს. თავისუფლება არ უნდა მისცე. - განაცხადა ლეგენდარულმა მებრძოლმა

შეგახსენებთ, დვალიშვილს წინ კორი სენდჰეგენთან ჩხუბი ელის. მერაბისთვის ეს მე-4 საჩემპიონო ჩხუბი იქნება. ბრძოლა თბლისის დროით 5 ოქტომბრის დილას დაიწყება.

სხვა სტატიები