Belive

"ასეთი გზით ცნობილი არ უნდა გახდე" - სტრიკლენდი დვალიშვილზე

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის საშუალო წონის ყოფილი ჩემპიონი შონ სტრიკლენდი იმ ადამიანების მცირე სიაშია, რომელსაც მერაბის ვიდეოები არ მოსწონს. ამერიკელი მებრძოლი ამბობს, რომ დვალიშვილის ვიდეოები ძალიან უხერხულია და ასეთი გზით პოპულარობა არ უნდა მოიპოვოს.

მერაბის ინსტაგრამი გინახავთ? ამ ბიჭს შეუძლია ჰენრი სეხუდო დაამარცხოს და ქრინჯობის მეფე გახდეს. რამდენჯერაც მის ვიდეოს ვუყურე ყოველ ჯერზე ქალებთან ერთად არის. რატომ? ასეთი გზით ცნობილი არ უნდა გახდე. - წერს სტრიკლენდი საკუთარ X-ზე

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ მერაბმა ინსტაგრამზე 1 მილიონ გამომწერს მიაღწია.

სხვა სტატიები