ალექს ვოლკანოვსკი: "ილიასა და მაქსს შორის გამარჯვებულს შევხვდები"
2 თვის წინ
სხვა
1 წთ
ილია თოფურიასთან მარცხის შემდეგ, ალექს ვოლკანოვსკი დიდი ხანია ოქტაგონზე არ დაბრუნებულა. ჯერ ისლამ მახაჩევთან და შემდეგ "მატადორთან" განცდილი ნოკაუტის შემდეგ, ავსტრალიელმა დასვენება გადაწყვიტა. Submission Radio-სთან საუბრისას ალექსმა განაცხადა, რომ თებერვალში ბრძოლა მისთვის იდეალურად გამოიყურება.
ტიტულისთვის ბრძოლა გარანტირებული მაქვს და თებერვალი ჩემთვის იდეალური თარიღია. თითქმის გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ ილიასა და მაქსს შორის გამარჯვებულს შევხვდები. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თებერვალში სიდნეის ქარდზე ვიბრძოლო. არ მაინტერესებს ეს ქამრისთვის, დროებითი ტიტულისთვის თუ მსუბუქ წონით კატეგორიაში იქნება. - განაცხადა ალექს ვოლკანვოსკიმ
შეგახსენებთ, რომ ქვემსუბუქი წონის ქამარი ვოლკანოვსკიმ ილია თოფურიასთან დაკარგა. 17 თებერვალს გამართული ბრძოლა "მატადორმა" ნოკაუტით მოიგო და UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა.