ასაშორიუ ბოლო დროს ჰაკუჰოს ირგვლივ მომხდარ მოვლენებს ეხმაურება
5 თვის წინ
სხვა
1 წთ
ლეგენდარული იოკოძუნა ასაშორიუ ბოლო დროს ჰაკუჰოს ირგვლივ მომხდარ მოვლენებს ეხმაურება და თანამემამულეს ამხნევებს.
69-ე იოკოძუნა ჰაკუჰო, ჩვენი მამების გაცნობის დღიდან დღემდე გრძელი გზა გამოვიარეთ. შენ ჯადოსნური და მშვენიერი ცხოვრება გელოდება. გაშალე ფრთები და თავისუფალ სამყაროში სულ მაღლა იფრინე.
დარწმუნებული ვარ, ჩემს გარდა არავინ იცის, რა ტკივილსა და მწუხარებას განიცდი შენ გულის სიღრმეში. ახლა კი, ისიამოვნე შენი მეორე ცხოვრებითა და თავისუფლებით. იფრინე ჰაკუჰო. - ასაშორიუ აკინორი
ამბავი ასეთია: გასული წლის თებერვალში ჰაკუჰო თავისი სკოლის დაბალი რანგის სუმოს მებრძოლებზე ძალადობაში ამხილეს, სკოლა დახურეს და იაპონიის სუმოს ასოციაციაში დაკავებული ყველა თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
სკოლის ხელახლა გახსნის კონკრეტული პერსპექტივის არარსებობის გამო, მიაგინო ოიაკატამ (სახელი, რომელიც დიდმა ჩემპიონმა პენსიაზე გასვლის შემდეგ მიიღო) გადაწყვიტა, სუმოს სამყაროსთან ყოველგვარი კონტაქტი გაწყვიტოს, რადგან არაფერი შეუშლის ხელს სხვაგან ღონისძიებებისა და ტურნირების ორგანიზებაში. სამწუხაროდ, სხვადასხვა მცდელობა, დაერწმუნებინათ ჰაკუჰო ცოტა ხანს დალოდებოდა იმ იმედით, რომ ხელახლა გაიხსნებოდა, უშედეგო აღმოჩნდა.