Belive

ულამაზესი მოძრაობა ლონდონის სუმოს ტურნირზე

1 წთ

ლონდონის სამეფო ალბერტ ჰოლი, ხუთი დღის განმავლობაში, სუმოს 'ტაძრად' გადაკეთდა. 40-ზე მეტმა რიკიშიმ იაპონიიდან, ამ სპორტის 1500-წლიანი მემკვიდრეობა, ინგლისის დედაქალაქში ჩაიტანა.

სუმოს ღონისძიება ლონდონში ბოლოს 1991 წელს ჩატარდა - ზუსტად იმავე ადგილას. ბილეთები ყოველდღე იყიდებოდა და ბრძოლები BBC-სა და სხვა მედია საშუალებების მიერ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ტურნირი იოკუძუნა ჰოშორიუს გამარჯვებით დასრულდა.

იყო ერთი ბრძოლა, რომელშიც უკრაინელმა რიკიშიმ, აონიშიკიმ, საოცარი მოძრაობა (ილეთი) გამოიყენა. დამარცხებული ურა, გდების შემდეგ, გაკვირვებული იყო იმით, რაც მოხდა.