პირველად ისტორიაში - იმპერატორის თასი უკრაინელმა სუმოისტმა მოიგო
სუმოისტი დანილო იავგუსიშინი (აონიშიკი არატა) გახდა პირველი უკრაინელი, რომელმაც ტრადიციული იაპონური ბაშო მოიგო, გადაეცა იმპერატორის თასი და ამავდროულად ოძეკიც გახდება (აქამდე სხვა არცერთ უკრაინელს, სუმოში, მსგავსი წარმატება არ ჰქონია).
იავგუსიშინი, რომელიც იაპონიაში სამი წლის წინ ჩავიდა (უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ), რეკორდული სისწრაფით ავიდა სუმოს მაღალ პოზიციებზე.
იაპონიის სუმოს ასოციაცია მალე გამართავს სპეციალურ შეხვედრას, რათა მას 'ოძეკის' წოდება მიანიჭოს, რაც მეორე უმაღლესი რანგია 'იოკოძუნას' შემდეგ.
Ukrainian sumo wrestler Aonishiki, whose real name is Danylo Yavhusishyn, on Sunday became the first from his nation to win a tournament of the traditional Japanese sport. https://t.co/d6aZZKKJU6
— The Japan Times (@japantimes) November 23, 2025
მაკუუჩის უმაღლეს დივიზიონში მოხვედრის შემდეგ, აონიშიკიმ ზედიზედ ხუთი ტურნირის განმავლობაში ორნიშნა გამარჯვების მაჩვენებელი დააგროვა. მიუხედავად იმისა, რომ ორი შეჯიბრის წინ ის მაეგაშირას რანგში იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ აკმაყოფილებს ოძეკის დაწინაურების ტიპურ სტანდარტს - ის მაინც გახდება ოძეკი და ასეთი რამ ისტორიაში კიდევ ექვსჯერ მომხდარა, მათ შორის 2018 წელს, როცა ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) გახდა ოძეკი.
როგორ მოიგო უკრაინელმა 'კიუშუ ბაშო' და იმპერატორის თასი?
შეჯიბრების ბოლო დღემდე სამი რიკიში ლიდერობდა 11/11 გამარჯვებით: იოკოძუნა დაიკი ონოსატო, იოკოძუნა ჰოშორიუ და სეკივაკე აონიშიკი .
ტურნირის ბოლო დღეს, ონოსატო ჰოშორიუსთან ბრძოლას ჩაეხსნა, შესაბამისად ამ უკანასკნელმა მე-12 გამარჯვება ჩაიწერა, ხოლო დანილო იავგუსიშინმა (აონიშიკი) დაამარცხა ოძეკი კოტოზაკურა, შედეგად კიუშუს ბაშოს ფინიშზე, ორ საუკეთესო რიკიშს, იოკოძუნა ჰოშორიუს და სეკივაკე აონიშიკის 12/12 გამარჯვება დაუგროვდათ.
იმპერატორის თასის ბედი მათ შორის გამართული ბრძოლით გადაწყდა: 21 წლის უკრაინელმა რიკიშიმ კიდევ ერთხელ დაამარცხა მონღოლი იოკოძუნა (იქამდე 3-ჯერ ჰყავდა დამარცხებული) და ოძეკის წოდებასთან ერთად იმპერატორის თასიც მოიპოვა.
For the first time in Sumo history, a Ukrainian wrestler has won a top level Japanese professional tournament.
— Jeffrey J. Hall 🇯🇵🇺🇸 (@mrjeffu) November 23, 2025
This is a clip of 21-year-old Ukrainian Aonishiki defeating yokozuna Hoshoryu to win the tournament. pic.twitter.com/IkXUWXMFJI