Belive

არნოლდ ალენმა გიგა ჭიკაძის შესახებ ისაუბრა

3 თვის წინ სხვა
1 წთ

27 ივლისს UFC 304-ს ინგლისი უმასპინძლებს და ბუნებრივია, რომ ამ საღამოს ოქტაგონზე ადგილობრივი მებრძოლების სიმრავლე იქნება. ერთ-ერთი მათგანი არნოლდ ალენი არის, რომლის მოწინააღმდეგე გიგა ჭიკაძეა. ალენმა გიგას შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა.

ელიტური კიკბოქსერია. უკვე წლებია MMA-ზე ვარჯიშობს. ვფიქრობ, როცა ასეთ რთულ გამოწვევებს იღებ და ისეთ ბიჭებს ებრძვი რომელთაც ფინიშები აქვთ, ოდნავ ნერვიულობ. თუმცა, შენს საუკეთესო შესაძლებლობებსაც იყენებ. არ ვგულისხმობ, რომ ის მაშინებს, უბრალოდ მასთან შენი რესურსის დამატებითი 10%-ის გამოყენება ძალიან რთულია. როცა ისეთ ბიჭს ხვდები, რომელსაც მომაკვდინებელი ნოკაუტები აქვს, შენ რაღაც დამატებით გჭირდება. - განაცხადა არნოლდმა
Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от TIM WILDE (@timwildemma)

შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძემ ბოლო ბრძოლა 2023 წლის აგვისტოში გამართა და მსაჯების გადაწყვეტილებით ალექს კასერესი დაამარცხა.

რაც შეეხება ალენს, მან ბოლო ჩხუბი მოვსარ ევლოევთან დათმო და ახლა გამარჯვება ჰაერივით სჭირდება.

სხვა სტატიები