Belive

"არმანი ფეხზე ბრძოლისას სრულ პანიკაში იქნება" - ილია თოფურია

6 საათის წინ სხვა
1 წთ

გეიჯისთან მარცხის შემდეგ, ილია თოფურია ვარჯიშს შეუდგა და ქამრის დაბრუნების გეგმაზე მუშაობა უკვე დაიწყო. იმ ტოპ-კონტენდერებს შორის, რომლებთანაც მისი გზები შესაძლოა გადაიკვეთოს, არის არმან ცარუკიანიც, რომელიც ტიტულისთვის ბრძოლის რიგში დგას. თოფურიას აზრით, სომეხთან ჩხუბი ზუსტად ისე დასრულდება, როგორც ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და და მოვსარ ევლოევის დაპირისპირება UFC 333-ზე.

არმანი ფეხზე ბრძოლისას სრულ პანიკაში იქნება და მხოლოდ გდებებს შეეცდება, ზუსტად ისე, როგორც მოვსარი ვოლკის წინააღმდეგ. მოჭიდავეები მუდმივ დომინაციას შეჩვეულნი არიან და ამ დომინირებით მათი თავდაჯერებულობა იზრდება. როდესაც ვეღარ დომინირებ, განსაკუთრებით როგორც მოჭიდავე... მატჩებში ჭიდაობა და წაქცევებისგან თავის დაცვა იმდენად განვითარდა, რომ შენს ჭიდაობასთან ერთად კარგი პარტერული უნარები თუ არ გაქვს, ეს დამქანცველი ხდება. არმანი მიწაზე საჭიდაო უნარებით არ გამოირჩევა.

ის მუდამ გდებებს და აქედან დომინანტურ პოზიციებს ეძებს. რამდენჯერ გნახავთ, რომ ვინმემ ეს გდებები შეეჩერებინა და პირიქით არმანისთვის შეეტია? ისე, როგორც ვოლკის წინააღმდეგ მოხდა. ევლოევი მიჩვეული იყო ხალხის წაქცევას, კლინჩში ან ზურგზე დასვენებას, მაგრამ ვოლკთან ამის გაკეთება ვერ შეძლო. რა მოხდა? პანიკა და ისიც დანებდა. ორ დივიზიონში ვიყავი მსოფლიო ჩემპიონი, ოთხ მსოფლიო სატიტულო ბრძოლაში მივიღე მონაწილეობა, გრეპლინგსა და ჭიდაობაში გავიზარდე. ეს ჩემი ცხოვრებაა. - ამბობს თოფურია

შეგახსენებთ, რომ არმან ცარუკიანი მსუბუქი წონის რეიტინგში პირველ ადგილზე და სატიტულო ჩხუბის მთავარი პრეტენდენტია. ის ბოლოს მაურისიო რუფის დაუპირისპირდა, რომელიც ნოკაუტით დაამარცხა და საჩემპიონო ბრძოლა ფაქტობრივად გაინაღდა.

სხვა სტატიები