არმან ცარუკიანი: "ჩემი ბრძოლისას დედაჩემი სახლში დარჩება - MMA კაცების სპორტია"
არმან ცარუკიანმა, UFC Qatar-ის ბრძოლის წინ, დედამისთან დაკავშირებული კომენტარით, თავი ცუდ დღეში ჩაიგდო. შეიძლება ითქვას, რომ მან ქალთა MMA უარყო.
UFC-ის მსუბუქი წონის პრეტენდენტი, კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა მას შემდეგ, რაც შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში, ქალების ჩართულობასთან დაკავშირებით, საეჭვო კომენტარი გააკეთა. სპორტში, რომელიც სავსეა გამორჩეული ქალური ნიჭით, მათ შორის (UFC-ის მოკლე ისტორიაში) მრავალი ჩემპიონით, ცარუკიანისთვის ეს არაფერს ნიშნავს.
დოჰაში ჩემს ბრძოლას მხოლოდ მამა დაესწრება. რაც შეეხება დედაჩემს - ქალები სახლში უნდა დარჩნენ, ეს კაცური სპორტია. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება დედაჩემი მოვიდეს და ჩემს ბრძოლას უყუროს. - განაცხადა არმან ცარუკიანმა
Arman Tsarukyan says his father will be in attendance for his fight at #UFCQatar, but not his mother
— Championship Rounds (@ChampRDS) October 7, 2025
“She’s gonna stay home. It’s a man’s sport, women should be at home.”
🎥 @arielhelwani pic.twitter.com/NpLfd52akI
სომეხი მებრძოლი, დოჰაში, UFC Qatar-ზე, დენ ჰუკერს დაუპირისპირდება და შეეცდება, საკუთარი თავი ჩემპიონობის მთავარ პრეტენდენტად აქციოს.
მას შემდეგ, რაც ისლამ მახაჩევთან ბრძოლას ჩაეხსნა და ახალ ჩემპიონთან, ილია თოფურიასთან ბრძოლის შანსი ჯერ არ დაუმსახურებია, ცარუკიანის კარიერისთვის, ეს ჩხუბი გადამწყვეტი აღმოჩნდება.